წმინდა მამათა სახარებისეული მსჯელობანი
ხუთიათასის სასწაულებრივი დაპურება


ოგორი მზრუნველობაა უძლურ, მშიერ ხალხზე! აღვნიშნოთ ყველა წვრილმანი: ისინი დაილივნენ შიმშილით, ზოგიერთი მათგანი შორს ცხოვრობს, გზაში შესაძლოა დასუსტდა - ყოველივე ამას ხედავს და ჩამოთვლის უფალი. ეს არაა რომელიღაც ზედაპირული ქველმოქმედება, რომელიც წვრილმანებით არ ინტერესდება და ძლივს ეხება სხვის გაჭირვებას. იგი არა მარტო წუხს მათთვის, ვინც დასუსტდა, არა მხოლოდ იმას ხედავს, რაც აშკარად თვალშისაცემია, არა, მას არ სურს დაუშვას, რომ ადამიანები გზაში დასუსტდნენ, და ამის გამო მათთან გვიან ღამემდე რჩება. და იმ ადამიანების ხელით აპურებს, რომელთაც ცოტა ხნის წინ, იმდენად მოაბეზრა თავი მშიერმა ბრბომ, რომ სთხოვდნენ გაეშვა ისინი, ამტკიცებდნენ რა ვერაფრით დავაპურებთო.


მაშინ მოწაფეები ჯერ კიდევ მცონარებას იჩენდნენ; დაღლილობას თავისი გაჰქონდა, გულმოდგინება კლებულობდა; მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მორჩილებდნენ და აი, უფალმა მათ ხელში ჩაუდო პური და უბრძანა დაერიგებინათ - მათ დაარიგეს. კვლავ მიიღეს რა ძალი უფლისაგან, გამოცოცხლდა მათი მინავლებული გრძნობაც, და შეიქმნენ მისთა მოწყალებათა გადამცემნი.


დე გვასწავლოს უფალმა ჩვენი მოყვასის სატანჯველის გულწრფელად და ღრმად შეცოდება, გულისხმისყოფა და გვახსოვდეს, რომ თუკი ჩვენ არ გვექნება საზრდო დავაპუროთ არამარტო მათი სულები, არამედ თვით სხეულიც კი, მაშინ ჩვენს ნაცვლად უფალი დააპურებს. ჩვენი მიწიერი მარაგი მის ხელებს გადავცეთ, და იგი მას საკმარისს გახდის.


ვმადლობდეთ მას ამ სიტყვებისთვის: „ეცით თქუენ მაგათ ჭამადი“ (მარკოზი 6,37). მას, ყოვლისა მომცემელს, სურს ჩვენი გამოყენება თავის იარაღად, ჩვენს მიერ მინიჭება, დაპურება, ნუგეშინის-ცემა.