ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 151

(ეს ფსალმუნი მიეწერება დავითს, თუმცა ფსალმუნთა რიცხვში არ შედის.
შეთხზულია მას შემდგგ, რაც ორთაბრძოლაში გოლიათს სძლია).

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მე უმცროსი ვიყავ ჩემს ძმათა შორის, ჭაბუკი ვიყავ მამაჩემის სახლში. ვმწყემსავდი მამაჩემის ცხვარს.

1 უმცირეს ვიყავ მე ძმათა შორის ჩემთა და უმრწემეს სახლსა შინა მამისა ჩემისასა და ვმწყსიდი საცხოვართა მამისა ჩემისათა.
2 ჩემმა ხელებმა ორგანონი გამართეს, ჩემი თითები ქნარს აწყობდნენ. 2 ხელთა ჩემთა ქმნეს საგალობელი, და თითთა ჩემთა განაგეს საქებელი.
3 ვინ აუწყებდა ჩემს უფალს ჩემზე? თავად უფალმა, თავად მისმინა. 3 და ვინ-მე მიუთხრას ესე უფალსა ჩემსა და თავადმან უფალმან შეისმინა.
4 თავად გამომიგზავნა თავისი მაცნე. წამომიყვანა მამაჩემის ცხვრიდან. და მცხო ზეთი თავისი ცხებისა. 4 და თავადმან გამოავლინა ანგელოზი მისი და აღმიღო მე ცხოვართაგან მამისა ჩემისათა და მცხო მე ზეთითა ცხებულისა მისისაითა.
5 ჩემი ძმანი მშვენიერნი და ტანადნი იყვნენ, მაგრამ ისინი არ ინდომა უფალმა. 5 ძმანი ჩემნი იყვნეს კეთილ და დიდ, და არა სთნდეს იგინი უფალსა.
6 მე გამოვედი უცხო თესლ-ტომთან საომრად და დამწყევლა მან თავისი კერპებით. 6 განვედი მე შემთხუევად უცხო თესლისა მის, და მწყევდა მე კერპთა მიმართ თვისთა;
7 მაგრამ მე ამოვართვი მას მახვილი, წავკვეთე თავი და სირცხვილს გადავარჩინე ისრაელიანნი. 7 ხოლო მე ვიხადე მახვილი მისი და წარვჰკუეთე თავი მისი და აღვხოცე ყუედრებაი ძეთაგან ისრაელისათა.
       
  * ებრაული დედანი შემონახული არ არის; თარგმნილია ბერძნულიდან. ტექსტი არაკანონიკურია.