ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ხოლო მესამე დღეს, როცა მუხის ქვეშ ვიჯექი, |
||
2 | აჰა, მომესმა ხმა მაყვლის ბუჩქიდან, მითხრა: ეზრა, ეზრა! ვთქვი: აჰა, მე ვარ, უფალო-მეთქი და ფეხზე წამოვდექი. და მითხრა მან: | ||
3 | მაყვლის ბუჩქიდან გამოვეცხადე და ველაპარაკე მოსეს, როცა ჩემი ხალხი ეგვიპტეში იყო დამონებული, | ||
4 | მივავლინე იგი და გავიყვანე ჩემი ხალხი ეგვიპტიდან და სინაის მთის ძირას მივიყვანე, მოსე კი ჩემთან დავიტოვე მრავალი დღე. | ||
5 | ვაუწყე მას მრავალი საოცრება და გავუმხილე მას დრო-ჟამის საიდუმლოებანი და დასასრული, დავმოძღვრე იგი და ვუთხარი: | ||
6 | ზოგს გაცხადებულად იტყვი, ზოგს კი საიდუმლოდ შეინახავ. | ||
7 | ახლა კი გეუბნები: | ||
8 | ნიშნები, რომლებიც გაჩვენე და სიზმრები, რომლებიც იხილე და რომელთა განმარტებებიც იხილე, გულში ჩაინერგე. | ||
9 | შენ გამორჩეული ხარ ყველასგან და ჩემი მცნებებისკენ იქნები მიქცეული შენს მსგავსებთან ერთად დრო-ჟამის დასასრულამდე. | ||
10 | რადგან დაკარგა წუთისოფელმა თავისი სიჭაბუკე და სიბერის ჟამმა მოუწია. | ||
11 | თორმეტ ნაწილად არის დაყოფილი წუთისოფელი და მისი მეათედი და ნახევარი უკვე გასულია, | ||
12 | და დარჩება მეათედის მეორე ნახევარი. | ||
13 | მაშ, მოიწყვე ახლა შენი სახლი, ამხილე შენი ხალხი, დაამშვიდე დამცირებულნი და უარყავი უკვე გადაგვარებულნი. | ||
14 | განდევნე შენგან წარმავალი აზრები და გადაიგდე ადამიანური ტვირთი, მოიცილე უძლური ბუნება, განზე გადადე შენთვის სამძიმო ფიქრები და იჩქარე, რომ დააღწიო თავი ამ დროებას. | ||
15 | რასაც ახლა ბოროტებას ხედავ, ამაზე უარესი მოხდება მომავალში. | ||
16 | რადგან დაუძლურდა სიბერისგან წუთისთაუელი და უფრო და უფრო გამრავლდება მის მკვიდრთა შორის ბოროტებანი. | ||
17 |
უფრო და უფრო შორს წავა ჭეშმარიტება და მოახლოვდება სიცრუე. უკვე ჩქარობს მოსვლას, როგორც ხილვაში იხილე. |
||
18 | ვუპასუხე და ვთქვი: მალაპარაკე-მეთქი შენს წინაშე, უფალო. | ||
19 | აჰა, მე წავალ, როგორც მიბრძანე და ვამხილებ ამჟამინდელ ხალხს. მაგრამ კვლავ ვინც გაჩნდება, მათ ვინ გააფრთხილებს? | ||
20 | რადგან წყვდიადში იმყოფება ეს წუთისთდცლი და ნათლის გარეშე არიან მისი მკვიდრნი. | ||
21 | რადგან დაიწვა შენი რჯული და არავინ იცის, რა შეიქმნა შენგან ან რა მოხდება მომავალში. | ||
22 | მაგრამ თუ ვპოვე შენში წყალობა, მოავლინე ჩემზე სულიწმიდა და აღვწერ ყველაფერს, რაც კი შექმნილა ამ წუთისთაუელში დასაბამიდან, რაც შენს რჯულშია ჩაწერილი, რომ შესძლონ ადამიანებმა ბილიკის პოვნა და იცოცხლონ, ვისაც კი სურს სიცოცხლე უკანასკნელ დღეებში. | ||
23 | მიპასუხა და თქვა: შეკრიბე ხალხი და უთხარი მათ, რომ არ მოგიკითხონ ორმოცი დღე. | ||
24 | შენ კი გაამზადე მრავლად საწერი დაფები და თან წაიყვანე სარეა, დაბრია, სალემია, ექანუსი და ასიელი - ხუთი კაცი, ვისაც შეუძლია სწრაფად წერა, | ||
25 | და მოდი აქ. და მე დავანთებ შენს გულში გონების ლამპარს, რომელიც არ ჩაქრება, ვიდრე არ დასრულდება, რის წერასაც შეუდგები. | ||
26 | რომ დაასრულებ, ზოგი რამ გააცხადე, ზოგიც საიდუმლოდ გადაეცი ბრძენებს. ხვალ ამ დროს შეუდექი წერას. | ||
27 | მეც წავედი, როგორც დამარიგა, შევკრიბე მთელი ხალხი და ვთქვი: | ||
28 | ისმინე, ისრაელო, ეს სიტყვები: | ||
29 | დასაბამიდან ეგვიპტეში მდგმურობდნენ ჩვენი მამა-პაპანი და მერე გათავისუულდნენ იქიდან, | ||
30 | მიიღეს სიცოცხლის რჯული, რომელიც არ დაიცვეს, და რომელსაც თქვენც არღვევთ მათ შემდეგ. | ||
31 | წილად გერგოთ თქვენ მიწა, მიწა სიონისა, ხოლო თქვენი მამა-პაპა და თქვენც უკეთურად იქცევით და არ იცავთ გზას, რომელიც გიბრძანათ უზენაესმა. | ||
32 | და რაკი სამართლიანი მსაჯულია იგი, თავის დროზე წაგართვათ, რაც მოგცათ. | ||
33 |
ახლა აქა ხართ თქვენ და თქვენი ძმებიც თქვენს შორის არიან. |
||
34 | თუ უბრძანებთ თქვენს გონებას და გაწვრთნით თქვენს გულს, ცოცხლები გადარჩებით და სიკვდილის შემდეგ შეწყალებულნი იქნებით. | ||
35 | რადგან მსჯავრი სიკვდილის შემდეგ მოვა, როცა კვლავ გავცოცხლდებით; მაშინ გაცხადდება მართალთა სახელები და გამჟღავნდება უწმინდურთა საქმენი. | ||
36 | ახლა ნურავინ მოვა ჩემთან და ნურც მომიკითხავთ ორმოცი დღე. | ||
37 | წავიყვანე ხუთი კაცი, როგორც მიბრძანა, წავედით ველზე და იქ დავრჩით. | ||
38 | მეორე დღეს, აჰა, მომიწოდა ხმამ: ეზრა, გააღე პირი და დალიე, რასაც შეგასმევ. | ||
39 | მეც გავაღე პირი და აჰა, მოწვდილია ჩემთვის სავსე თასი, თითქოს წყლით იყო სავსე, ფერით კი ცეცხლისფერი იყო. | ||
40 | მივიღე და შევსვი, და როცა ვსვამდი, გული მევსებოდა აზრით და სიბრძნე მატულობდა მკერდში; გონებაც ინარჩუნებდა მეხსიერებას. | ||
41 | პირი გაღებული მქონდა და მეტად აღარ დამიმუწავს. | ||
42 | უზენაესმა გაგების უნარი მისცა ხუთ კაცს და მათაც ჩაიწერეს ყოველივე, რაც ითქვა ღამეების განმავლობაში და რაც არ იცოდნენ. | ||
43 | ისინი ღამით ჭამდნენ პურს, მე კი დღისით ვლაპარაკობდი და არც ღამით დავდუმებულვარ. | ||
44 | ორმოც დღეში ორას ოთხი წიგნი იქნა ჩაწერილი. | ||
45 | რომ შესრულდა ორმოცი დღე, თქვა უზენაესმა: პირველად რაც ჩაწერეთ, საჯაროდ გააცხადეთ, წაიკითხონ ღირსეულებმა და უღირსებმაც. | ||
46 | უკანასკნელი სამოცდაათი კი შეინახე, რათა გადასცე ისინი შენი ხალხის ბრძენებს. | ||
47 | ამაშია შემეცნების ძარღვი, სიბრძნის წყარო და ცოდნის მდინარე. ასეც მოვიქეცი. |