ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
შვიდი დღის შემდვგ კი სიზმარი მესიზმრა ღამით: |
||
2 | აჰა, ზღვიდან ამოვარდა ქარი, რათა აეღელვებინა მისი ტალღები. | ||
3 | ვიხილე: აჰა, ძლიერდება კაცი ცის ათასეულებითურთ და საითკენაც სახეს მიაბრუნებს, ყველაფერი ცახცახებს მისი მზერის ქვეშ. | ||
4 | და სადამდისაც წვდება ხმა მისი ბაგიდან, დნება ყველაფერი მისი ხმის გაგონებაზე, როგორც დნება ცვილი, იგრძნობს თუ არა ცეცხლს. | ||
5 | ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, იკრიბება კაცთა ურიცხვი სიმრავლე ცის ოთხი ქარიდან, რათა შეებრძოლოს ზღვიდან ამოსულ კაცს. | ||
6 | ვიხილე: აჰა, გამოაქანდაკა მან თავისთვის დიდი მთა და აფრინდა მასზე. | ||
7 | ხოლო მე ვეცადე დამენახა მხარე ან ადგილი, საიდანაც გამოქანდაკდა მთა, მაგრამ ვერ შევძელი. | ||
8 | ამის შემდეგ ვიხილე; აჰა, დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მის წინააღმდეგ საბრძოლველად იყო შეკრებილი, თუმცა მაინც ბედავდნენ შებრძოლებას. | ||
9 | და, აჰა, როცა დაინახა მან მასზე წამოსული სიმრავლის იერიში, ხელი არ აღუმართავს, შუბი არც ეპყრა და არც სხვა რაიმე საომარი იარაღი; მხოლოდ ის დავინახე, | ||
10 | რომ პირიდან ცეცხლის ქროლვა და ბაგეთაგან ალისქარი ამოუშვა და ენიდან ნაპერწკლების ქარიშხალი გამოაფრქვია; ერთმანეთში ირეოდა ცეცხლის ქროლვა, ალისქარი და ძლიერი ქარიშხალი; | ||
11 | შეუტია საბრძოლველად გამზადებულთ და გადაბუგა ყველანი; უეცრად გაუჩინარდა ეს აღურაცხელი სიმრავლე, მხოლოდ მტვერი და კვამლის სუნიღა დარჩა. ვიხილე და შიშმა ამიტანა. | ||
12 | ამის შემდეგ ვიხილე თავად კაცი, მთიდან ჩამომავალი, თავისკენ მოუხმობდა სხვა სიმრავლეს, მშვიდობიანს. | ||
13 | უამრავი ხალხი მოდიოდა მასთან, ზოგი მხიარული, ზოგი დამწუხრებული; ერთნი შებოჭილნი იყვნენ, მეორენი მოჰყავდათ როგორც მსხვერპლი. ცუდად შევიქენი მეტისმეტი შიშისგან, გამომეღვიძა და ვთქვი: | ||
14 | შენ თავიდანვე უჩვენებდი შენს მორჩილს ამ სასწაულებს და ღირსი გამხადე, რომ შეგესმინა ჩემი ვედრება. | ||
15 | ახლაც მაჩვენე სიზმრის განმარტება. | ||
16 |
რადგან, როგორც მე ვფიქრობ ჩემი ჭკუით, ვაი მათ, ვინც დატოვებულნი იქნებიან იმ დღეებში, და ათასჯერ ვაი იმათ, ვინც არ არიან დატოვებულნი. |
||
17 | რადგან ისინი, ვინც არ არიან დარჩენილნი, მწუხარენი იყვნენ. | ||
18 | ახლა მე ვხვდები, რაც არის გამზადებული უკანასკნელი დღეებისათვის, და რა შეემთხვევა მათ და იმათაც, ვინც დარჩენილნი არიან. | ||
19 | ამიტომ დიდ განსაცდელს და ბევრ გასაჭირს გაივლიან, რასაც ცხადყოფს ეს სიზმარი. | ||
20 | თუმცა უმჯობესია, განსაცდელგამოვლილი მოვიდეს აქამდე, ვიდრე ღრუბელივით გავიდოდეს წუთისოფლიდან, და ახლა განიცადოს, რაც მოელის უკანასკნელ ჟამს. ხოლო მან მიპასუხა და თქვა: | ||
21 | ამ ხილვის განმარტებასაც გეტყვი და გაგიმხელ, რაზეც ლაპარაკობდი. | ||
22 | ამ დარჩენილებზე რომ ლაპარაკობდი, ასეთი განმარტება აქვს ამ საქმეს. | ||
23 | ვინც იმ დროს აიტანს განსაცდელს, ის თავად დაიცავს თავს; ვინც განსაცდელი გამოიარა, მას ღვაწლი აქვს და სწამს ყოვლადძლიერისა. | ||
24 | მაშ, იცოდე, მკვდრებზე უფრო ნეტარნი არიან დარჩენილნი. | ||
25 | ასეთია ამ ხილვის განმარტეხა: კაცი რომ იხილე, შუაგულ ზღვიდან ამომავალი, | ||
26 | ეს ის არის, რომელიც უზენაესმა მრავალი ხნით შემოინახა, რომელიც თვითონ იხსნის თავის ქმნილებას და თავადვე მიუჩენს ადგილს მათ, ვინც დარჩენილი არიან. | ||
27 | მისი პირიდან გამომავალი ქარი, ცეცხლი და ქარიშხალი რომ იხილე, | ||
28 | რომ არ ეჭირა არც შუბი, არც სხვა რამ საომარი იარაღი, და მაინც რომ შემუსრა მისმა შეტევამ მის წინააღმდეგ საბრძოლველად წარმოსული სიმრავლე, ასეთია მისი განმარტება: | ||
29 | აჰა, ახლოვდება დღეები, როცა დაიწყებს უზენაესი მათ გათავისუფლებას, ვინც დედამიწაზე არიან. | ||
30 | გონის შეშლა დაეუფლება მათ, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე. | ||
31 |
აღიძვრებიან საომრად ერთი მეორის წინააღმდეგ: ქალაქი ქალაქის წინააღმდეგ, ადგილი ადგილის წინააღმდეგ, ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. |
||
32 | ესენი რომ ჩათავდება, გამოჩნდება ნიშნები, ადრე რომ გიჩვენე; მაშინ გამოცხადდება ჩემი ძე, შენ რომ იხილე, როგორც კაცი, ზღვიდან ამომავალი. | ||
33 | როცა გაიგონეხს მის ხმას ყოველი ხალხი, შეწყვეტენ თავ-თავის სამფლობელოებში ერთმანეთთან ბრძოლას. | ||
34 | და შეიკრიბებიან ერთ უთვალავ სიმრავლედ, თითქოს საომრად აპირებენო წასვლას. | ||
35 | თავად ის კი სიონის მთის მწვერვალზე შედგება. | ||
36 | ხოლო სიონი მოვა; მოევლინება ყველას გამზადებული და ნაგები, მსგავსად ხელშეუხებლად გამოქანდაკებული მთისა, შენ რომ იხილე. | ||
37 | ჩემი ძე თავად მოჰკითხავს შემოკრებულ ხალხებს მათ უკეთურებებს, რასაც ქარიშხლები განასახიერებს, მათი ავი ზრახვებისა და სატანჯველის გამო, რითაც მოელით ტანჯვა, | ||
38 | რასაც ალი განასახიერებს და დაღუპავს მათ გაუჭირვებლად რჯულის მეოხებით, რაც ცეცხლით არის განსახიერებული. | ||
39 | სხვა მშვიდობიანი სიმრავლის შემომკრებლად რომ იხილე. | ||
40 | ესაა ათი ტომი, რომელიც წარტყვევნილ იქნა თავისი ქვეყნიდან მეფე ყუზიას ხანაში, როცა იგი ტყვედ წაიყვანა სალმანასარმა, აშურელთა მეფემ, და გადაიყვანა ისინი მდინარეზე და გადასახლებულ იქნენ სხვა ქვეყანაში. | ||
41 | მათ კი ასე გადაწყვიტეს, რომ დაეტოვებინათ ხალხთა სიმრავლე და გასულიყვნენ შორეულ ქვეყანაში, სადაც კაცთა მოდგმას არასოდეს უცხოვრია. | ||
42 | რომ იქ დაეცვათ თავიანთი რჯულდებანი, რომელთაც საკუთარ მიწა-წყალზე არ იცავდნენ. | ||
43 | მდინარის ვიწრო გასასვლელებით შევიდნენ ევფრატში. | ||
44 | მაშინ მისცა მათ ნიშანი უზენაესმა და დააყენა მდინარის დინება, ვიდრე არ გადალახეს იგი. | ||
45 | იმ ქვეყნამდე დიდი გზა იყო გასავლელი - ერთი წელი და ნახევარი. ქვეყანას ეწოდება არცარეთი. | ||
46 |
იქ სახლობდნენ ისინი უკანასკნელ დრომდე; და ახლა, როცა უკან წამოსვლას დააპირებენ, |
||
47 | კვლავაც დააყენებს უზენაესი მდინარის დინებას, რათა შეძლონ გადასვლა. ამიტომ იხილე მშვიდობიან ხალხთა სიმრავლე. | ||
48 | მაგრამ ისინი, ვინც დარჩენილნი არიან შენი ხალხიდან, ჩემს საზღვრებში იმყოფებიან, რათა გადარჩნენ. | ||
49 | როცა დაიწყებს უზენაეზი თავმოყრილ ტომთა სიმრავლის განადგურებას, მაშინ დაიცავს იგი დარჩენილ ხალხს, | ||
50 | და მაშინ მრავლად მოუვლენს მათ სასწაულებს. | ||
51 | მე ვთქვი: მბრძანებელო, უფალო, ახლა ეს გამიმჟღავნე: რისთვის ვიხილე კაცი, შუაგულ ზღვიდან ამომავალი? მითხრა: | ||
52 | როგორც ვერ შესძლებ გამოიკვლიო ან მიხვდე, რა არის ზღვის უფსკრულებში, ასევე ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე ჩემი ძე, ან ისინი, ვინც მას ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება. | ||
53 | ეს არის განმარტება სიზმარისა, რომელიც იხილე და რისთვისაც მხოლოდ შენა ხარ განათლებული. | ||
54 | რადგან დათმე შენეული და ჩემს რჯულს მოუხმე და გამოიძიე იგი. | ||
55 | რადგან შენი ცხოვრება სიბრძნით წარმართე და შენს გონებას დედა უწოდე. | ||
56 | ამიტომაც გიჩვენე უზენაესის ჯილდო. კიდევ სამი დღის მერე კი სხვას გეტყვი და გაგიცხადებ საგულისხმო და საოცარ ამბებს. | ||
57 | წამოვედი და გავსწიე ველად უზენაესის განმადიდებელმა და მაქებელმა იმ საოცრებათა გამო, რასაც ახდენს იგი ჟამიდან ჟამზე, | ||
58 | იმის გამო, რომ მართავს იგი თავად დრო-ჟამს და იმასაც, რაც დრო-ჟამში შემოდის, და ვიჯექი იქ სამი დღე. |