ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
როგორც კი დავითი თავის სახლში დამკვიდრდა, უთხრა დავითმა ნათან წინასწარმეტყველს: შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, უფლის აღთქმის კიდობანი კი ჩარდახქვეშ არის. |
1 |
და იყო, ვითარცა დაემკჳდრა დავით სახლსა შინა თჳსსა. და ჰრქუა დავით ნათანს, წინაწარმეტყუელსა: აჰა, ესერა, მე დამკჳდრებულ ვარ სახლსა შინა ნაძჳსასა და კიდობანი შჯულისა ღმრთისაჲ ქუეშე კარავთა. |
2 | უთხრა ნათანმა დავითს: გააკეთე, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი. | 2 | და რქუა ნათან დავითს: ყოველი, რაჲცა არს გულსა შენსა, იქმოდი, რამეთუ ღმერთი შენ თანა არს. |
3 | იმ ღამეს იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა: | 3 | და იყო მას ღამესა სიტყუაჲ უფლისა ნათანისა |
4 | წადი და უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად? | 4 | და თქუა: მივედ და არქუ დავით მონასა ჩემსა: ესრე იტყჳს უფალი: არა შენ მიშენო სახლი სამკჳდრებელად ჩემდა მას შინა, |
5 | მე ხომ არ დავმკვიდრებულვარ სახლში იმ დროიდან, რაც მე ისრაელი გამოვიყვანე და მე დღემდე კარვიდან კარავში და სავანიდან სავანეში ვიმყოფები. | 5 | რამეთუ არა დავიმკჳდრე სახლსა შინა, ვინათ დღითგან გამოვიყვანე ისრაჱლი ეგჳპტით ვიდრე აქა დღედმდე, და ვიყოფოდე კარავსა და სადგურთა |
6 | ნუთუ მთელ ისრაელთან მოარულს ოდესმე სიტყვა მითქვამს ისრაელის რომელიმე მსაჯულისთვის, ვისთვისაც ჩემი ერის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი? | 6 | ყოველთასა შინა, რომელთა ვიქცეოდე. ყოველსა შინა, სადა იქცეოდენ ძენი ისრაჱლისა, უკუეთუ სიტყუათაღა ვეტყოდე ერთსა ოდენ ტომსა ისრაჱლისასა და მსაჯულთა მისთა, რომელთა ვამცენ მწყსა ერისა ჩემისა და ვარქუ, ვითარმედ: რად არა მიშენეთ მე სახლი ნაძჳსა? |
7 | ახლა ასე უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის ფარიდან, წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი. | 7 | და აწ ესრეთ არქუ მონასა ჩემსა დავითს: ამას იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: გამოგიყვანე შენ ბაკისაგან უკუანაჲსაგან სამწყსოთა, რათა იყო შენ წინამძღუარი ერისა ჩემისა ისრაჱლისა. |
8 | ყველგან შენთან ვიმყოფებოდი, სადაც არ უნდა წასულიყავი. ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე, განვადიდე შენი სახელი მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეყანაზე. | 8 | და ვიყავ მე შენ თანა ყოველსა შინა, ვიდრეცა ხჳდოდე, და მოვსრენ ყოველი მტერნი შენნი პირისაგან შენისა. და გყავ შენ სახელოვან სახელისაებრ დიდისასა, რომელნი იყუნეს ქუეყანასა ზედა. |
9 | ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს და დაეაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად დ ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ წინანდებურად. | 9 | და მივსცე ადგილი ერსა ჩემსა ისრაჱლსა და დავნერგო იგი დასაბამსა, დაიმკჳდროს თჳსაგან და არღარა ზრუნვიდეს მერმე, და არღარა შესძინოს სიცრუემან დამდაბლებად მისა, ვითარცა-იგი დასაბამსა. |
10 |
იმ დროიდან, რაც მე მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრებისგან. გამოგიცხადე, რომ სახლს აგიშენებს უფალი. |
10 |
და ვინათ დღითგან განვაწესენ მსაჯულნი ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა, და დავამდაბლენ ყოველნი მტერნი შენნი და აღგაორძინე შენ და აღგაშენე შენ მე უფალმან. |
11 | როცა დრო მოვა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად შენს თესლს, რომელიც იქნება შენი ძეთაგანი, და მის მეფობას განვამტკიცებ. | 11 | და იყოს, რაჟამს აღივსნეს დღენი შენნი და დაიძინო მამათა შენთა თანა, და აღვადგინო თესლი შენი შემდგომად შენსა, რომელი იყოს მუცლისა შენისა, და განუმზადო მეფობაჲ მისი. |
12 | ის ამიშენებს სახლს და მე გავამტკიცებ მის ტახტს სამარადისოდ. | 12 | მან მიშენოს მე სახლი და აღუმართო საყდარი მისი ვიდრე საუკუნოდ |
13 | მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის, წყალობას არ წავართმევ, როგორც შენს წინამორბედს წავართვი. | 13 | და მე ვიყო მისად მამად და იგი იყოს ჩემდა ძედ. და მე შევიწყნარო იგი და წყალობაჲ ჩემი არა განვაყენო მისგან, ვითარცა-იგი განვაყენე მათგან, რომელნი-იგი იყუნეს უწინარეს შენსა. |
14 | დავაყენებ მას ჩემს სახლში და ჩემს სამეფოში სამარადისოდ, მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ. | 14 | და სარწმუნო-ვყო იგი სახლსა ჩემსა და მეფობასა მისსა ზედა ვიდრე საუკუნოდ. და საყდარი მისი იყოს აღმართულ ვიდრე საუკუნოდ. |
15 | თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს. | 15 | მსგავსად ყოველთა მათ სიტყუათა და ხილვისა ამისებრ ყოვლისა. ესრეთ ეტყოდა ნათან დავითს. |
16 | მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა: ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო, ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე! | 16 | მოვიდა დავით მეფე და დაჯდა წინაშე უფლისა და თქუა: ვინ ვარ მე, უფალო, ღმერთო? და რა არს სახლი ჩემი, რამეთუ შემიყვარე მე ვიდრე საუკუნედ, |
17 | ესეც მცირე ყოფილა შენს თვალში, ღმერთო, რომ სამომავლოდაც აღუთქვი დაპირება შენი მორჩილის სახლს. შენ მომხედე როგორც განდიდებულ ადამიანს, უფალო ღმერთო ჩემო. | 17 | დამცირებული ესე შენ წინაშე, ღმერთო, რამეთუ იტყოდე სახლისათჳს მონისა შენისა პირველითგან და მომხედე მე, ვითარცა ხილვა კაცისა და აღმამაღლე მე, უფალო ღმერთო! |
18 | კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა შენი მორჩილის განსადიდებელი? შენ თავად იცნობ შენს მორჩილს, უფალო ღმერთო. | 18 | რაღა შესძინოს მერმე დავით დიდებად შენდა? და შენ მონა შენი იცი! |
19 |
უფალო, შენი მორჩილისათვის და შენი გულის თანახმად აკეთებ ამ დიდებულ საქმეს, რათა გამოამჟღავნო მთელი შენი სიდიადე. |
19 |
და გულისაებრ შენისა ჰყავ ყოველივე დიდებულებაჲ, უფალო! |
20 | უფალო, არავინაა შენი მსგავსი, არ არის ღმერთი შენს გარდა, თანახმად ყველაფრისა, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ. | 20 | არავინ არს მსგავს შენდა. და არავინ არს შენსა გარეშე ყოვლისა მისებრ, რომელი ისმინეს ყურთა ჩუენთა. |
21 | თუ არის ამ ქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც მოვლენოდეს ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდოს იგი, რომ ექციოს თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადოს და ჩაედინოს დიადი და საკვირველი ამბები, ხალხების განდევნით შენი ერის წინაშე, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტიდან და ხალხებისაგან. | 21 | და არავინ არს, ვითარ ერი შენი ისრაჱლი, სხუაჲ ნათესავი ქუეყანასა ზედა, ვითარ-იგი უძღოდე მას ღმერთი ჴსნად თავისა თჳსისა ერად და დადებად თავისა თჳსისა სახელი დიდი და გამოჩინებული განსხმად პირისაგან ერისა შენისა, რომელ იჴსნენ და გამოიყვანნე ეგჳპტით ნათესავნი |
22 | შენ შეჰქმენ შენი ერი, ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო სამარადისოდ და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი. | 22 | და მოეც ერსა შენსა ისრაჱლსა ყოფად თავისა შენისა ერად საუკუნედ. და შენ ხარ უფალი მათი ღმერთად. |
23 | ახლა კი, უფალო, ეს სიტყვა, რომელიც თქვი შენს მორჩილზე და მის სახლზე, განმტკიცდეს სამარადისოდ, და ქმენი ისე, როგორც ნაბრძანები გაქვს. | 23 | და აწ, უფალო, სიტყუასა, რომელსა იტყოდე მონისა შენისათჳს და ნათესავისა სახლისა მისისა, სარწმუნო იყავნ ვიდრე საუკუნედმდე, |
24 | იძლიეროს და იდიდოს შენმა სახელმა სამარადისოდ, თქვან: უფალი ღმერთი ისრაელისა ღმერთობს ისრაელზე! მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მორჩილის დავითის სახლი, | 24 | რომელ იტყოდი, უფალო, უფალო, ყოვლისა მპყრობელო ღმერთო ისრაჱლისო, და სახლი დავითისი, მონისა შენისა, იყავნ აღმართებულ წინაშე შენსა. |
25 | რადგან შენ გამოუცხადე ღმერთო, შენს მორჩილს, სახლს აგიშენებო. ამიტომ გაუწია გულმა შენს მორჩილს ასეთი ლოცვით ელოცა შენს მიმართ. | 25 | რამეთუ შენ, უფალო, განახუენ სასმენელნი მონისა შენისანი შენდა წინაშე პირსა შენსა შენებად სახლისა. ამისთჳს პოვა მონამან შენმან ლოცვად პირსა შენსა. |
26 | ახლა, უფალო ჩემო, ღმერთი ხარ შენ და შენი მორჩილისათვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული. | 26 | და აწ, უფალო, შენ ხარ თავადი უფალი ღმერთი და იტყოდე მონისა შენისათჳს კეთილსა ამას. |
27 | ახლა შენ დალოცე შენი მორჩილის სახლი, რათა სამარადისოდ იყოს შენს წინაშე, რადგან შენ აკურთხე, უფალო, და კურთხეული იქნება სამარადისოდ. | 27 | და აწ გიწყიეს კურთხევად სახლისა მონისა შენისა, რათა იყოს შენ წინაშე უკუნისამდე, რამეთუ შენ, უფალო, აკურთხე და აკურთხე ვიდრე საუკუნედმდე. |